ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო კომისიის წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ხვდებიან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ყოველწლიური შეკრება 2016 წელს საქართველოში, თბილისში გაიმართება.