პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან. მათი ინფორმაციით, შეხვედრა სამუშაო-საორგანიზაციო ხასიათისაა. დეპუტატების ინფორმაციით, შესაძლებელია, პარლამენტის სხდომა რიგგარეშე ფორმატში იანვრის ბოლოს ჩატარდეს და, სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილთან შეხვედრა სხდომის თარიღის განსაზღვრას ეხება. პარლამენტის საგაზაფხულო სესია კი თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს იხსნება.
დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან
14/01/2016