დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა

14/11/2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს ჯონ პენელს, სააგენტოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს მიშელ კოსიელსკის და კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს დავით წიკლაურს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების თაობაზე. ასევე მიმოიხილეს ის მიმართულებები, სადაც მომავალში სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტაბილურობისთვის ენერგო-დამოუკიდებლობის როლზე, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გამართულ მუშაობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ღვინის ტურიზმის განვითარების დადებით გავლენაზე. დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ხელისუფლების და ამერიკელი პარტნიორების დადებით როლს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0