დავით სერგეენკო საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

26/04/2016

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის ელჩს საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუჩქუს შეხვდა. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა 11 მაისს დაგეგმილი საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა იყო, რომელზეც ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მიემგზავრება.
საბჭოს პირველ შეხვედრაზე გაფორმდება შეთანხმება თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის, რომელიც შრომის, სოცილური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0