შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მეიოს კლინიკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითარების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
უკვე მეხუთე წელია, მეიოს კლინიკის პედიატრთა, ნეონატოლოგთა, რეანიმატოლოგთა, ნეფროლოგთა და გადაუდებელი დახმარების ექიმთა ჯგუფი საქართველოს წელიწადში ოთხჯერ სტუმრობს. მათი რეკომენდაციების საფუძველზე ახალი მეთოდები და ტრენინგები მუშავდება. ამ დრომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ექიმი მომზადდა.
დავით სერგეენკო მეიოს კლინიკის წარმომადგენლებს შეხვდა
11/05/2016