გულის უკმარისობის უახლეს სტანდარტებსა და რეკომენდაციებზე იყო საუბარი დღეს გამართულ სამედიცინო კონფერენციაზე. შეხვედრაზე განიხილეს დარგის განვითარების სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის ხელოვნური გულის იმპლანტაციის შესაძლებლობა.
კონფერენციაზე სიტყვით წარსდგნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით გულის უკმარისობა საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ესეთი კონფერენციები კი საშუალებას იძლევა, რომ ახალი ტექნოლოგიები სწრაფად დაინერგოს.
სამედიცინო კონფერენცია ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანელი კოლეგების მხარდაჭრით ჩატარდა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროპის წამყვანი კარდიოქირურგი რეინერ კორფერი, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფრანც ჯოსეფ იუნგი და სამედიცინო საზოგადოება.
დავით სერგეენკო კარდიოქირურგიის სამედიცინო კონფერენციას დაესწრო
21/04/2018