დავით სერგეენკო გაერთიანებული სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

18/07/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილ მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.
გაერთიანებულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებთან და დეპარტამენტის უფროსებთან ერთად ორი სამინისტროს შერწყმისთვის აუცილებელი ღონისძიებები განიხილეს. ასევე, ინტენსიური სამუშაოები დაგეგმეს, კონკრეტული დავალებები გაანაწილეს და ახალი უწყების ფუნქციების გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.
ორი სამინისტროს შერწყმა მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდა და ეფექტიან, შედეგებზე ორიენტირებულ მართვას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0