საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დევნილებთან და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. დევნილების ნაწილი, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების გადახედვას მოითხოვს. სამინისტრო კრიტერიუმების საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს და ამ პროცესში თავად იძულებით გადაადგილებული პირებიც იქნებიან ჩართულები.
დავით სერგეენკომ დევნილებთან შეხვედრა გამართა
19/03/2019