დავით საგანელიძე ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა

28/04/2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფა მიიღო.
შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ყატარის ელჩს ფონდის სტურქტურა, ფუნქცია, პრიორიტეტები და ფონდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თავის მხრივ ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფამ საქართველოსთან მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობების პარალელურად მყარი ეკონომიკური მხარდაჭერის ხელშეწყობის სურვილი გამოთქვა.
მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფამ მზაობა გამოთქვა ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით დაიგეგმოს შეხვედრა ყატარის განვითარების ბანკთან და ყატარის საინვესტიციო ფონდთან , რომელიც აზიის უმსხვილეს საინვესტიციო რგოლს წარმოადგენს , როგორც ენერგეტიკის და ტურიზმის, ასევე სხვა წამყვან სფეროებში.
„საქართველო ისტორიულად უმნიშვნელოვანეს როლს ატარებდა და დღეს ვიზა ლიბერალიზაციის და ევროპაში ინტეგრაციის კვალდაკვალ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი დატვირთვა“ – აღნიშნა მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფამ
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ყატარის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებისთვის, რაც შეიძლება დაისახოს საქართველო-ყატარს შორის. დავით საგანელიძემ მზაობა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლობის სფეროების დასახვასა და თანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0