მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ხადას ხეობაში იმყოფებოდა. რეგიონის პირველმა პირმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, სოფელ წკერეში მცხოვრებ მაყვალა წიკლაურსა და ანიჩკა ბექაურს, სააღდგომო ნობათით მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფეში, ქავთარაძეების შვიდ შვილიან ოჯახს ესტუმრა და დღესასწაული მიულოცა. დავით ნოზაძე წეროვანის დევნილთა დასახლებაშიც იმყოფებოდა , სადაც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო სასურსათო ნობათი გადასცა.
„მინდა მივულოცო მცხეთა-მთიანეთის თითოეულ მცხოვრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვიმყოფებოდი ხადას ხეობაში, სადაც დღესასწაული მივულოცე ორ ქალბატონს, რომლებიც სოფელ წკერეში ცხოვრობენ. ასევე, ვესტუმრე ქავთარაძეების მრავალშვილიან ოჯახსა და წეროვანში, დევნილთა დასახლებას. სამწუხაროდ, შექმნილი ეპიდ-სიტუაციიდან და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას მოკრძალებულად მივულოცეთ ,“-განაცხადა დავით ნოზაძემ.