დავით ნოზაძე სოფელ წინამხარის მოსახლეობას შეხვდა

07/08/2021

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის თემში, სოფელ წინამხარის მოსახლეობას შეხვდა. მხარის პირველი პირი სოფელში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხების, საჭიროებების, ასევე, ადგილობრივი პრობლემების შესახებ მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. ამასთან, დავით ნოზაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებთან შეხვედრები მისი პრიორიტეტია და მათთან კომუნიკაციას, რეგიონის მასშტაბით, აქტიურად, ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0