დავით ნოზაძე, სოფელ მამადაანების, ლიშოს, ღორღას, ქვემო და ზემო არტანის, ქვიშხევის, თეთრაულების და ბოდახევას მოსახლეობას შეხვდა

02/04/2021

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ გია ბერბერაშვილთან და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილთან ერთად სოფელ მამადაანების, ლიშოს, ღორღას, ქვემო და ზემო არტანის, ქვიშხევის, თეთრაულების და ბოდახევას მოსახლეობას შეხვდა.
დავით ნოზაძემ ადგილობრივი მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ პირადად მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ სოფლებს მდებარეობიდან გამომდინარე მთის სტატუსი აქვთ მინიჭებული, რაც სხვა სიკეთესთან ერთად გაზრდილ პენსიასა და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს. რეგიონის პირველი პირის თქმით, შეხვედრისას, სხვა საჭიროებებთან ერთად, მოსახლეობისგან მთავარ გამოწვევად სოფლების დამაკავშირებელი გზის საჭიროება დასახელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0