მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, დავით ნოზაძე ამჯერად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მენესოს და ჭართალის მცხოვრებლებს შეხვდა. მხარის პირველმა პირმა ადგილობრივებისგან მენესოში და ჭართალში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. რწმუნებულმა ჭართალში ყოფნის დროს სოფლის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა დაათვალიერა, ცნობისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. სოფელ მენესოში და ჭართალში დავით ნოზაძესთან ერთად რწმუნებულის პირველი მოადგილე მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე და სოფლის რწმუნებული იმყოფებოდნენ.
დავით ნოზაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მენესოს და ჭართალის მოსახლეობას შეხვდა
04/03/2021