დავით ნოზაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი – ლევან წიკლაური მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა

22/11/2021

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი – ლევან წიკლაური მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა. მხარის პირველმა პირმა ლევან წიკლაურს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა, ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. თავის მხრივ კი, თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა გამოცხადებული ნდობისათვის მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს მადლობა გადაუხადა, მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში დავით ნოზაძემ და ლევან წიკლაურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს გია ბერბერაშვილსა და მერიის ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადეს და მათთან აქტიური კომუნიკაციისათვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0