დავით ნარმანია მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის პაატა ჯაჭვლიანის მიერ თანამდებობის დატოვებას მერიაში ჩვეულებრივ, უმნიშვნელო გადაადგილებას უწოდებს.
“ეს არის ჩვეულებრივი უმნიშვნელო გადაადგილებები, რომელსაც მერიაში აქვს ადგილი. რაიმე არსებითი სახეცვლილება არ არის დაგეგმილი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დედაქალაქის მერმა, პაატა ჯაჭვლიანის მიერ თანმდებობის დატოვების ფაქტზე კომენტირებისას. ნარმანიას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პაატა ჯაჭვლიანის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი 29 იანვარს გახდა ცნობილი. მერიაში ამჟამად მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები და პაატა ჯაჭვლიანი 1-ელი თებერვლიდან მერიის სხვა სტრუქტურაში გადავა. თუ რა პოსტს დაიკავებს ჯაჭვლიანი, მერიაში არ დაუკონკრეტებიათ.
პაატა ჯაჭვლიანს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობამდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა.
დავით ნარმანია პაატა ჯაჭვლიანის მიერ თანამდებობის დატოვებას მერიაში უმნიშვნელო გადაადგილებას უწოდებს
30/01/2016