დავით ზალკალინი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდა

03/07/2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალინი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს გერმანია – საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს მოახლოებულ სამიტს და სამიტთან დაკავშირებით ქართული მხარის მოლოდინებს. აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა და მისი მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ინტეგრაციულ მიზნებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0