დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარიუშ მაშკევიჩთან

Friday October 27th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარიუშ მაშკევიჩთან.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ აქტუალურ საკითხებს.
მხარეების მიერ ხაზი გაესვა მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0