დავით ზალკალიანი შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

06/07/2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა) პაკირ მოჰიდინ ამზასთან. ქართული მხარე მიესალმა შრი-ლანკის პრეზიდენტის მისი აღმატებულება მაითრიპალა შირისენას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს და მის მონაწილეობას მიმდინარე წლის 17-19 ივლის ქ. თბილისში დაგეგმილ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტში. შრი-ლანკას პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში გამორჩეული მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, მითუმეტეს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავი.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შრი-ლანკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობა თანამშრომლობის განვითარების პოტენციალის ამოქმედებისთვის. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მიმდინარე წელს უმასპინძლოს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკურ კონსულტაციებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0