დავით ზალკალიანი „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ (OGP) წარმომადგენლებს შეხვდა

24/01/2018

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ (OGP) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა „OGP“-ის სამდივნოს დირექტორის მოადგილე, ჯოზეფ პაუელი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს OGP-ის საქართველოს თანა-თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ღია მმართველობის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, გაუზიაროს პარტნიორობის წევრებს წარმატებული რეფორმების გამოცდილება.
შეხვედრისას, ასევე ყურადღება გამახვილიდა 2018 წლის 17-19 ივლისს, თბილისში დაგეგმილ OGP-ის გლობალურ სამიტზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, ქართული მხარე მჭიდროდ ითანამშრომლებს OGP-ის სამდივნოსთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0