საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტის ფარგლებში ქ. ოსლოში, ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ უნიკალური, აქამდე უცნობი მასალები გამოიფინა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი ნორვეგიელი ქართველოლოგების ჰანს ვოგტის და ფრიდოფ ნანსენის მონუსკრიპტები, ასევე კნუტ ჰამსუნის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული ჩანაწერები და ფოტო მასალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ აღნიშნული ისტორიული მასალა მეცნიერების მიერ აქამდე შეუსწავლელია. ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩის მაია ყიფშიძის განცხადებით ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთკაში დაცული მასალები იმ პერიოდის საქართველოზე საკმაოდ საინტერესო, უნიკალური ხასიათის ინფორმაციას შეიცავს, რომელიც ქართველი მკვლევარებისთვის საინტერესო შესასწავლია.
ჰანს ვოგტმა , რომელიც ნორვეგიელი პროფესორია, საქართველოში 1932 წელს იმოგზაურა და მოგვიანებით სოლოს უნივსრიტეტში დაიცვა დისეტრაცია თემაზე – ქართული ენის თანამედროვე გრამატიკა. ფრიდოფ ნანსენმა 1925 წელს იმოგზაურა კავკასიაში და მისი ნარკვევები შეიცავს უნიკალურ ინფორმაციას იმ დროის საქართველოზე.
კნუტ ჰამსუნმა საქართველო ასევე კავკასიის ტურნეს ფარგლებში 1899 წელს მოინახულა. რომლის შედეგადაც დაწერა წიგნი „In Wonderland”. ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები შეიცავს ასევე კნუტ ჰამსუნის დღიურებს, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის დღეებში შეადგინა და ასევე ფოტოებს, რომელიც თბილისში ვიზიტის ფარგლებში ჰამსუნის პირადმა ფოტოგრაფმა გადაიღო.
დავით ზალკალიანის ოსლოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოსთან დაკავშირებით აქამდე უცნობი ისტორიული მასალები გამოიფინა
13/11/2018