დავით ვერავამ აბაშაში მშენებარე ამბულატორია დაათვალიერა

18/02/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ირაკლი პერტენავასთან ერთად ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საექიმო ამბულატორიის ახალი შენობა დაათვალიერა. საექიმო ამბულატორია აბაშის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში აშენდა. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 მილიონი ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0