დავით ბაქრაძე ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე

29/09/2016

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ გამოვიყენოთ დაგეგმილი არჩევნები როგორც შესაძლებლობა და აღარ აღვიქვათ ის გამოწვევად. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით შექმნილია თავისუფალი და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემო, ასევე, სამართლიანი და დაბალანსებული მედია-გარემო. იმისათვის, რომ იყო ძლიერი ხელისუფალი, უნდა შეგეძლოს დაპირების შესრულება, იმისათვის რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო-ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს. პატივისცემა თავისუფლებასავითაა.”- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართული დისკუსიის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას. პოლიტიკური დიალოგი თემაზე: „საქართველო: მიღწევები, რეფორმების კონსოლიდაცია, მომავალი გამოწვევები და მისწრაფებები” ევროპარლამენტის წევრის, ანდრეას მამიკინსის ორგანიზებით, 27 სექტემბერს გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესრულების მიმართულებით დაფიქსირებულ პროგრესზე ისაუბრა და ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0