„ბლოკ ენერჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰეივუდმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს ბუნებრივი აირის მოპოვების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვების ლიცენზიას ფლობს, სადაც, დადასტურებული პროგნოზით, 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმისთვის, რომ ქვეყანამ გაზარდოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხი და ეტაპობრივად შეამციროს დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე, ნავთობსა და გაზზე. ლევან დავითაშვილის თქმით, შედეგად, გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. „ბლოკ ენერჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვერაზე ვრცლად ისაუბრა კახეთში ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. მისი პროგნოზით, საბადოზე შესაძლებელია უფრო მეტი ბუნებრივი რესურსი იყოს. პოლ ჰეივუდის განცხადებით, კომპანია მოპოვებით სამუშაოებს, დიდი ალბათობით, 2023 წლიდან დაიწყებს.
დადასტურებული პროგნოზით, 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია
15/07/2022