დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა იოსებ ღარიბაშვილმა, დაბა ფასანაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესი მოინახულეს.
“აღნიშნული ცენტრი ნადიბაიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება და აღნიშნული სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს’ – განაცხადა გიორგი თანიაშვილმა.
პროექტის ღირებულება 149 896 ლარს შეადგენს, ხოლო შემსრულებელ კომპანიას შპს “მარდი” წარმოადგენს.