დაბა სურამში, მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა.
პროექტი გარდამავალია და ხელშეკრულების lll მუხლის l პუნქტის თანახმად, სამუშაოები 2021 წლის 1 მაისამდე უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 1296 939 ლარს შეადგენს. მშვიდობის ქუჩა საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული და სხვა ქუჩებთან დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს, შესაბამისად, განხორციელებული პროექტით 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
დაბა სურამში, მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
16/09/2020