ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, დაბა სურამში მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან სტიქიის პრევენციისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, რომელიც რუსიას ქუჩაზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, გამგეობამ 57 179 ლარი გამოყო.
დიდთოვლობამ მცირე კორექტივები შეიტანა მშენებლობაში, მაგრამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „თეონას“ ხელმძღვანელების ვარაუდით, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები არ დაირღვევა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დროულად დასრულდება.
დაბა სურამში მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება
24/02/2017