დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

03/06/2020

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მინი-სტადიონების მშენებლობა -რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჯერადაც, დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100000 ლარი გამოვყავით. მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების ხელშეწყობის ტენდენცია კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“. -აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, მისი განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრებისთვის, კიდევ უფრო მეტი სივრცე შეიქმნება. ვინაიდან სურამი ტურისტული ზონაა, აღნიშნული მინი სტადიონით ისარგებლებს როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ასევე ჩამოსული სტუმარი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებასაც. მინი სტადიონის მშენებლობის სამუშაოები ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0