დაბა ნასაკირალში აქტიურ ფაზაშია 600 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა

26/08/2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში აქტიურ ფაზაშია 600 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები და სპორტული მოედანი. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია გაეცნენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0