დაბა მესტიაში სეტის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

Wednesday November 15th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა მესტიაში სეტის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა და განახლდა საპარკე ინფრასტრუქტურა. შეიცვალა და აღდგა სავალი ნაწილი, განახლდა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები, დაიგო მწვანე საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. ასევე განახლდა სპორტული და საბავშვო სივრცეები, დამონტაჟდა ახალი საბავშვო ატრაქციონები. სკვერის არქიტექტურული ელემენტები გათვლილია და შეესაბამება საერთო არქიტექტურულ იერსახეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0