დაბა კაზრეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

05/12/2019

მესამე კვირაა “არემჯის“ დაკვეთით, დაბა კაზრეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ხიდი დაბასთან ერთად-ერთი დამაკავშირებელი საშუალებაა, ამიტომ პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე “არემჯის“ თანამშრომლებისათვის. ხიდის რეაბილიტაციის პარალელურად, კომპანიის დაფინანსებით იგეგმება ცენტრალური მაგისტრალიდან კაზრეთის მიმართულებით მიმავალი გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაციაც. პროექტი ჯამში 2 კმ.- მდე გზის მონაკვეთზე ბეტონის ახალი საფარის დაგებას ითვალისწინებს. ხიდის რეაბილიტაციას კომპანია “მშენებელთა ჯგუფი“ ახორციელებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება. საახალწლოდ კაზრეთის მოსახლეობა, ახალი რეაბილიტირებული ხიდით შეძლებს სარგებლობას. ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 200 000 ლარს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0