ქალაქ ოზურგეთში დაბა ანასეულის ტერიტორიაზე ცეცხლი 20 ჰექტრამდე ფართობს ეკიდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია გურიისა და ქობულეთის შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამაშველო სახანძრო ბრიგადები.
ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილეები ალეკო ბურჭულაძე და კობა დუნდუა, გურიის შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ლომთაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
დაბა ანასეულში ხანძარი ლიკვიდირებულია
10/03/2016