მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას. დააპატიმრეთ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცით ჩვენი რელიგიური სიმბოლოების შეურაცხმყოფელი პირები. გამოიყენეთ კანონით მონიჭებული უფლება, არავითარ შემთხვევაში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საპატრიარქოს კედლების შეღებვა უხამსი სიმბოლიკით. ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული. ნებისმიერ ქვეყანაში უმკაცრესად ისჯება რელიგიური შენობის შეურაცხყოფა. თბილისში ჩადენილი იქნა გაუგონარი სახის უხამსი დანაშაული, როდესაც შეურაცხყვეს საქართველოს საპატრიარქო. ამიტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა გადაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და ეს ავაზაკები უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. 300 ლარიანი ჯარიმა იქნება დანაშაულის დაფარვა, აუცილებელია პატიმრობა შეეფარდოს იმ არაადამიანებს, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს მთელს საქართველოს. აბსოლიტურად ყველა ქვეყანაში პატიმრობით ისჯება მაგ.სვასტიკის მიხატვა სინაგოგაზე, მეჩეთის შეურაწყოფა, ტაძარზე უხამსობის მიწერა და ა.შ. ათეისტ რადიკალები, რომლებიც ასეთი ტიპის დანაშაულს ჩადიან არ იმსახურებენ არანაირ ლმობიერებას. მოგიწოდებთ სასწრაფოდ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე და მოითხოვოთ დამნაშავეთა პატიმრობა!!!!!!!!!!!!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.