გურჯაანში პრობაციის ახალი ოფისი გაიხსნა

23/12/2016

გურჯაანში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, მისი მოადგილეები და კახეთის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები და ასევე, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალ ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზაზა გრიგოლიას განცხადებით პრობაციის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას. „გურჯაანის რაიონალურ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა მისაღებად და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას. ახალი ოფისი ასევე უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას“ – განაცხადა ზაზა გრიგოლიამ. კახეთის პრობაციის ბიუროს უფროსის გიორგი ყარაულაშვილის განცხადებით გურჯაანის ოფისში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს და ასევე პრობაციის ოფიცერს ჰქონდეთ საშუალება ინდივიდუალურად გაესაუბრონ პრობაციონერს და ხელი შეუწყონ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 1559 პირობითი მსჯავრდებული იმყოფება, მათ შორის გურჯაანის ოფისში – 274. ბიუროში 4 თანამშრომელია დასაქმებული. პრობაციის ბიუროს ახალი ოფისის გახსნა უახლოეს მომავალში გურიაშიც იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0