გურჯაანში გუშინ გვიან ღამით მოსულმა სტიქიამ პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტში. მოსული უხვი ნალექის შედეგად სოფლებში ადიდდა ხევები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და დაზიანდა საუბნო გზები. დილის 5 საათიდან, ოპერატიულმა შტაბმა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ხელმძღვანელობს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. შტაბის მუშაობაში ჩართულები არიან მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხვიჩა სიმონიშვილი და ა(ა)იპ “გურჯაანის მუნიციპალური სერვისის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ტეტელოშვილი. “გურჯაანის მუნიციპალური სერვისი”, დილიდან, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის და სოფლებში ხევების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს. უხვმა ნალექმა, ქალაქ გურჯაანში, Ნუცუბიძიხ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი დაანგრია, სადაც შექმნილ ვითარებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ადგილზე გაეცნო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
გურჯაანში გუშინ გვიან ღამით მოსულმა სტიქიამ პრობლემები შექმნა
08/05/2022