1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ გურჯაანში სხვადასხვა ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლის მოსწავლეებმა, ბავშვთა უფლებების შესახებ ტრანსფარანტებით მსვლელობა მოაწყეს. „პაპას ბაღში“ საცირკო დასმა „შაპიტომ“ პატარებისთვის საცირკო სანახაობა გამართა, გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა კი მათთვის სპექტაკლი «გვრიტი “ წარმოადგინა. მოეწყო საჯარო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა გურჯაანის სამუსიკო სკოლაშიც, რომელშიც სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამუსიკო გაერთიანებას კინო საპროექციო აპარატურა გადასცა. გამგეობისგან საჩუქრები მიიღეს, სოფელ გურჯაანის, ჭანდრის, ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხის და კარდენახის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმაც.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები “პიკასოს ბიჭების თინეიჯერთა სკოლის” მიერ, უფროსი ასაკის ბავშვებისათვის წარმოდგენილი მუზიკლით “წითელქუდა”-თი დასრულდა.
გურჯაანში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
01/06/2016