გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში უბნის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის საკითხებზე, აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე და დასახული მიზნების მისაღწევად ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობაზე.
შეხვერას ასევე დაესწრნენ რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები.
გურიის რეგიონში C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამა დაიწყო
15/07/2019