გურიის რეგიონში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო

05/05/2021

გურიის რეგიონში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დღეს დაიწყო. ვაქცინა პირველმა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ და მისმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა გაიკეთეს. როგორც კლინიკა “მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციისთვის მომდევნო ოთხი დღე მთლიანად დაჯავშნილია. ასევე, აქტიურად გრძელდება ვაქცინაცია „ასტრაზენეკათი“, რომლითაც გურიის რეგიონში 450 ადამიანი აიცრა.

“მინდა მოვუწოდო მოსახლეობას რომ გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაცია არის პანდემიის სწრაფად დამარცხების ძირითადი გასაღები“,- განაცხადა გიორგი სახოკიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0