გურიის რეგიონში ორი სკოლის მშენებლობა დასრულდა

05/03/2021

გურიის რეგიონში დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის (ეკალდიდის უბანში) საჯარო სკოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მშენებლობა. გურიაში ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიდევ 3 სკოლის მშენებლობა და 8 სკოლის რეაბილიტაცია. გურიის რეგიონში 13 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ჯამურმა ღირებულებამ 33.8 მილიონი ლარი შეადგინა.
2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის.
2021 წელს გაგრძელდება 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის.
2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 000 მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი 100 სკოლაში ახორციელებს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0