გურიის რეგიონში მოძრავი „სასურსათო მაღაზიების“ გადაადგილება დაიწყო

07/04/2020

გურიის რეგიონში მოძრავი „სასურსათო მაღაზიების“ გადაადგილება დაიწყო. მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც მაღაზია არ ფუნქციონირებს, ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, მათ მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ადგილზე მოემსახურება. მაღაზიების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვთ სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა სახის პროდუქტი შეიძინონ. სოფლებში სასურსათო პროდუქტის დარიგების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა. „სასურსათო მაღაზიების“ გადაადგილება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0