გურიის რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები იმ ადგილებში ტარდება, სადაც მოსახლეობის თავშეყრა ხდება. ეს არის ბანკომატები, ბანკების მისასვლელები, ტრანსპორტი და სხვა. სადეზინფექციო სამუშაოები სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გაგრძელდება.
გურიის რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
16/09/2020