გურიაში ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პანდემიიდან გამომდინარე მოკრძალებულად აღინიშნა. ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „გურია“ და „ამაღლება“საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, დაცული იყო დისტანციაც. ღონისძიებას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„26 მაისი საზოგადოების ერთიანობის და თავისუფლების დღეა. ვამაყობ და ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ყველას გილოცავთ ჩვენს უმთავრეს დღესასწაულს, ეს დღე ჩვენია“! – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.