გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 29 ნოემბრის N29/11/01 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, გარდაცვალების შემდეგ, ჩოხატაურის ასეულის 4 მებრძოლი: გელა ბელოუსოვი, მამუკა კალანდაძე, გურამ უჯმაჯურიძე, ზაზა ცინცაძე და ოზურგეთის ბატალიონის 7 მებრძოლი: ბესო ვასაძე, მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, დიმიტრი თალაკვაძე, ხვიჩა ღლონტი, დავით ცანკაშვილი და გოჩა შილაკაძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.
ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა გიორგი თურმანიძემ,გია ებრალიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ჩოხატაურის მერის მოადგილემ მინდიამ ჟღერიამ გადასცეს.
ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია, გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი გელა ბაქანიძე, უწყების თანამშრომლები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები და ვეტერანები.
გურიაში 11 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა
11/12/2018