გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დაბა ურეკში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.
გუშინ ღამით მომხდარმა სტიქიამ ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში და ლანჩხუთის სოფლებში დააზიანა გზები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები, გარე განათების კონსტრუქციები, მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები.
„დაბა ურეკში ძლიერმა ქარმა და წვიმამ რამოდენიმე ხე წააქცია, დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები. სალიკვიდაციო ღონისძიებები გუშინვე დაიწყო და შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა დაზიანებების აღდგენას. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გზები უკვე გაწმინდეს. შედეგების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შეისწავლის. რეგიონის მასშტაბით აღდდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება“-აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
გურიაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
23/08/2017