გუდაურში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

22/03/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ეკატერინე გალდავასთან ერთად, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გუდაურში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

„წყალი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი და ეს თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული. მივესალმები ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც წყლის რესურსის მოფრთხილებისკენ მოგვიწოდებს. მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ღონისძიების ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ფლაერები წყალმომარაგების კომპანიის მიერ გუდაურში დაგეგმილი პროექტების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0