საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის (კმ93-კმ99) და (კმ105-კმ107) ზვავსაშიშროება მოიხსნა და გზის სავალ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები, როგორც გუდაურის ასევე კობის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო მეორე ნაწილზე (კმ100-კმ104) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება. აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა. შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან აკრძალულია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
19/01/2021