გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

03/12/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მესამე დღეა ინტენსიური თოვაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობამ შესაძლოა ზვავსაშიშროება გამოიწვიოს, ამიტომ გზის ამ მონაკვეთზე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე, აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთთან, ამ დროისთვის გზის გახსნას დაახლოებით 60 ავტომანქანა ელოდება.
ხვალიდან, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, როგორც კი შესაძლებელი გახდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0