გუდამაყარში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

29/04/2021

გუდამაყარში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა, გუდამაყრის ხეობაში ათი სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. მდინარე არაგვის ადიდების შედეგად წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და გზები დატბორა. შედეგად, სოფლებამდე მისასვლელ გზებზე საავტომობილო და საფეხმავლო მიმოსვლა შეწყდა. სტიქიის ეპიცენტრში, დილიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამსი, დიდებაანისა და ჩობალაურებამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგა, ხოლო დიხჩოს, ბახანის, ჩოხის, ათნოხის, ბოსელის, ბურსაჭილისა და ბაკურხევის მიმართულებით-ამ დრომდე შეუძლებელია. მძიმე ტექნიკა სამუშაოებს დილიდან განაახლებს.
სტიქიის ზონაში ჩავიდა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ მათთვის დახმარების აღმოჩენას. დავით ნოზაძის თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0