მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ წეროვანში, ღვინის მწარმოებელი კომპანია შპს „წეროვანი“, მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა.
კომპანია 2008 წლიდან აწარმოებს 5 სახეობის ღვინოს საფერავი, ჩინური, ცოლიკაური და სხვ. დასაქმებულია 10 ადგილობრივი. მის საკუთრებაშია დაახლოვებით 5 ჰა. მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი და ხეივანი. გააჩნია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი 4 მარანი, სადაც ალკოჰოლური სასმელი დაძველებასა და მზა კონდიციას აკაციის კასრებში, ასევე სხვადსხვა სპეციალურ რეზერვუარებში აღწევს.
საწარმოს მფლობელი ოდერ კვარაცხელია აღნიშნავს, რომ პრიორიტეტია ქართული ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით საუკეთესო ღვინის წარმოება. მისი თქმით კომპანიას ტურისტული კუთხითაც გააჩნია პოტენციალი, რაც მცხეთა-მთიანეთის მხარის და სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
გუბერნატორმა შპს „წეროვანი“ დაათვალიერა
14/06/2016