გუბერნატორმა სოფელ სადმელში ბეტონის საფარიანი გზა დაათვალიერა

02/04/2018

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფ.სადმელში ცემენტო–ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების მორე ეტაპი მიმდინარობს.. შემსრულებელი შპს „ალმ ევროტექნიკი“ პროექტის სახელშეკრულებლო თანხაა–384500ლარი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისთვის 1 200 000–მდე ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0