სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ სოფ. ნიკორწმინდაში ახლადრეაბილიტირებული ,,კანდელაკების წყარო“ დაათვალიერა, რომლის კეთილმოწყობაც ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა. მ/წელს ასევე დაგეგმილია სოფ. ხოტევისა და სოფ. ქვიშარის წყაროების მოწყობა–რეაბილიტაცია.
2015–16 წლებში რეგიონის მასშტაბით 6 წყარო კეთილმოეწყო, რისმა საერთო თანხამაც 43 000 ლარი შეადგინა.
გუბერნატორმა რეაბილიტირებული წყარო დაათვალიერა
20/06/2016